Accessibility links

site logo site logo

ფეხბურთელმა, ქრისტიან ერიკსენმა, საავადმყოფო დატოვა


ქრისტიან ერიკსენი საავადმყოფოში

დანიელმა ფეხბურთელმა, ქრისტიან ერიკსენმა, რომელსაც გულის შეტევა ჰქონდა ევროპის ჩემპიონატის მატჩის დროს, 18 ივნისს საავადმყოფო დატოვა.

ერიკსენი, რომელიც მილანის „ინტერში“ თამაშობს, თავისი ქვეყნის ნაკრების და ფინეთის გუნდის მატჩის დროს ცუდად გახდა და საავადმყოფოში წაიყვანეს.

ექიმებმა განაცხადეს, რომ 29 წლის ნახევარმცველს ჩაუდგეს გარკვეული ტიპის პეისმეიკერი - ხელოვნური რიტმის წამყვანი ელექტრონული მოწყობილობა მისი გულის რიტმის რეგულირებისთვისნ

ერიკსენმა 18 ივნისს მოინახულა თანაგუნდელები და აპირებს თავის ოჯახს დაუბრუნდეს.

ერიკსენმა განაცხადა, რომ ის თავს კარგად გრძნობს ვითარების შესაბამისად და მადლობა გაადაუხადა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG