Accessibility links

site logo site logo

ევროპის კავშირი შეერთებული შტატებიდან ჩამოსულ კოვიდზე აცრილ მოქალაქეებს თავის ტერიტორიაზე შეუშვებს


მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის სწრაფად გადამდები ვარიანტები კვლავ შეშფოთების საგნად რჩება, ევროკავშირი აპირებს თავის ტერიტორიაზე შემოუშვას კოვიდზე აცრილი პირები აშშ-დან და ასევე, ე.წ. "თეთრ სიაში" შეტანილი კიდევ ცხრა სახელმწიფოს მოქალაქეები. სააგენტო Bloomberg-ი იტყობინება, რომ ამ სიაში აშშ-თან ერთად არიან ალბანეთი, ჰონგ-კონგი, ლიბანი, მაკაო, ჩრდილოეთი მაკედონია, სერბეთი და ტაივანი.

ევროკავშირის ყველა წევრს ქვეყანას აქვს უფლება თვითონ გადაწყვიტოს, შეუშვას თუ არა აუცრელი მოქალაქეები და „თეთრი სიიდან“ კარანტინის გარეშე.

კორონავირუსის მაღალი გადამდები უნარის მქონე ვარიანტები ინფექციის სწრაფ გავრცელებას იწვევს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მაშინ, როცა ევროპის უმეტეს ნაწილსა და შეერთებულ შტატებში სულ უფრო მეტი შეზღუდვა იხსნება.

გავრცელებული ცნობით, მოსალოდნელი იყო, რომ ევროპის კავშირის მინისტრები 18 ივნისს დაამტკიცებდნენ წინადადებას , რომელიც საშუალებას მისცემდა წევრ-ქვეყნებს, მოხსნათ შეზღუდვები შეერთებული შტატებიდან ჩამოსულ აუცრელ პირებზეც.

ახალი წესები ძალაში შევა რამდენიმე დღეში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ.

„არაარსებითი“ მიზნით მოგზაურობა შეერთებული შტატებიდან და ათობიდან სხვა ქვეყნიდან ეფექტიანად აიკრძალა ევროპის კავშირში პანდემიის დაწყების შემდეგ.

თუმცა, რადგან ვაქცინაცია ევროპის კავშირში მზარდი ტემპით მიდის და მთავრობები მონდომებულნი არიან გააძლიერონ ტურიზმი და ეკონომიკა, ბრიუსელმა ამ კვირის დასაწყისში რეკომენდაცია გასცა რვა ქვეყნისა და ტერიტორიის უსაფრთხო ქვეყნების სიაში დამატების შესახებ.

ოფიციალურად დამტკიცების წინ, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპის კავშირის არა წევრი-ქვეყნებიდან ჩამომსვლელები , რომელთაც სრული ვაქცინაცია აქვთ ჩატარებული კოვიდ-19-ის წინააღმდეგ, გერმანიაში შესვლას 25 ივნისიდან შეძლებენ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ვირუსის ვარიანტის გავრცელების ზონად არ გამოცხადდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG