Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 769 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 17 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 31 272 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 769 შემთხვევა.

დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 2,46%;
  • ბოლო 7 დღის - 2,62%;
  • ბოლო 14 დღის - 2,46%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 460-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

18 ივნისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 225 666 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 76 944 ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 358 360 შემთხვევა. მათგან 343 837 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5148 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG