Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 12 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 18 737 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 521 შემთხვევა.

დადებითობის მაჩვენებელია:

დღიური - 2,78%;

ბოლო 7 დღის - 2,66%;

ბოლო 14 დღის - 2,46%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 911-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 358 881 შემთხვევა. მათგან 344 748 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5 160 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG