Accessibility links

site logo site logo

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 100-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაადასტურეს


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსით ინფიცირების 108 ახალი შემთხვევა და კიდევ 2 პაციენტის გარდაცვალება დაადასტურა. შტაბის ინფორმაციით, COVID-19-ით დაავადებული ორი პაციენტი გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

2020 წლის გაზაფხულიდან აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 16 367 შემთხვევა, მათგან 15 269 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 243 ადამიანი. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გასული კვირის ბოლოს გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსული ვაქცინით „სპუტნიკი“ აცრილი იყო 3580 პირი.

დაუზუსტებელი მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG