Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსასამართლომ რუსეთს 2 მლნ ევრო დააკისრა 2005 წელს ჩეჩნეთში 11 პირის გაუჩინარებისთვის


სოფელი ბოროზდინოვსკაია. 2005 წ. ფოტო.
სოფელი ბოროზდინოვსკაია. 2005 წ. ფოტო.

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ თითქმის ორი მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაიხადონ 2005 წელს ჩეჩნეთის სოფელ ბოროზდინოვსკაიას თერთმეტი მოსახლის გაუჩინარებასთან დაკავშირებით. ევროსასამართლოს განაჩენში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაარღვია ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული კონვენციის მრავალი მუხლი, მათ შორის - სიცოცხლის უფლება.

თვითმხილველთა და უფლებადამცველთა თანახმად, 2005 წლის ზაფხულში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბატალიონ „ვოსტოკის“ ასამდე სამხედრო მოსამსახურემ მოკლა ხანდაზმული ადგილობრივი მოსახლე და უცნობი მიმართულებით წაიყვანა 11 ადამიანი, ძირითადად ხუნძები. ბატალიონის სამხედროთა უმრავლესობა ჩეჩნეთიდან იყო.

რუსეთმა დამოუკიდებლად გამოიძია მომხდარი. „ვოსტოკის“ ხელმძღვანელობამ ყველა ბრალდება უარყო.

2005 წლის ოქტომბერში გროზნოს გარნიზონის სამხედრო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა „ვოსტოკის“ ასეულის მეთაურს, მუჰადი აზიევს. ბოროზდინოვსკაიას წმენდისთვის მას პირობითი პატიმრობა მიესაჯა. აზიევი თანამდებობრივი უფლებამოსილებების გადაჭარბებაში ცნეს დამნაშავედ.

გაუჩინარებულთა ნათესავებმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. ამ საქმეზე სასამართლოს პირველი სხდომა 2006 წლის ბოლოს გაიმართა.

XS
SM
MD
LG