Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ ბასილაშვილი ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრება


ნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას. ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი უკვე მიიღო საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან. მსოფლიოს რეიტინგში ოცდამერვე ადგილზე მყოფი ბასილაშვილისთვის მომავალი ოლიმპიადა ზედიზედ მეორე იქნება. 2016 წელს, რიო დე ჟანეიროში, ქართველი ჩოგბურთელი საწყის ეტაპზევე დამარცხდა ურუგვაელ პაბლო კუევასთან.

ტოკიო ოლიმპიურ თამაშებს 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას ორასზე მეტი ქვეყნის თერთმეტი ათასამდე სპორტსმენი მიიღებს. საქართველოს დელეგაციაში ამჟამად ოფიციალურად დადასტურებული ოცდაორი ლიცენზიანტია. ამ განაცხადს კიდევ დაემატება დაახლოებით ათი სპორტსმენი. მათ შორის, ძიუდოისტები და ტანმოვარჯიშეები.

ცნობილ ქართველ ჩოგბურთელს ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მის ყოფილ მეუღლეს, ნელი დოროყაშვილს შორის სასამართლო დავა გრძელდება. 27 მაისს მორიგი სხდომა გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG