Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანმა ალყა შემოარტყა ქალაქ კუნდუზს


თალიბანმა 23 ივნისს შეინარჩუნა კონტროლი ავღანეთის მთავარ სასაზღვრო პუნქტზე ტაჯიკეთთან, და კიდევ უფრო მეტი ტერიტორია დაიკავა ავღანეთში. ჯგუფი ამჟამად იბრძვის ჩრდილოეთის ქალაქ კუნდუზის შემოგარენთან.

ექსტრემისტულმა ჯგუფმა ბოლო კვირებში ათობით რაიონი წაართვა სამთავრობო ძალებს, იმ დონზე, როცა აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო ძალები არიან ავღანეთიდან გასვლის პროცესში, რომელიც 11 სექტემბერს უნდა დასრულდეს.

აშშ-ის კონგრესის წინაშე გამოსვლისას, 23 ივნისს გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ თქვა, რომ მეამბოხეთა კონტროლის ქვეშ მოქცეულია 81 საოლქო ცენტრი 419-დან. თუმცა, მილის თქმით, აქედან 60 ოლქი შარშან იქნა დაკავებული - მანამდე, სანამ აშშ წლევანდელ გაზაფხულზე ქვეყნიდან გამოსვლას დაიწყებდა.

ჩრდილოეთ ავღანეთში თალიბანმა 22 ივნისს ხელში ჩაიგდო ქალაქი შირ ხან ბანდარი, მთავარი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ტაჯიკეთთან. 23 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში თალიბანი ამბობს, რომ სასაზღვრო ვაჭრობა გაგრძელდება.

საზღვრიდან 50-მდე კილომეტრის მოშორებით, კუნდუზის პროვინციის დედაქალაქი კუნდუზი თალიბანის მეომრებითაა გარშემოტყმული. მოსახლეობა იუწყება მძიმე ბრძოლაზე და პრობლემებზე ელექტროენერგიის და პირველადი მოხმარების საგნების მიწოდების კუთხით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG