Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში საერთო ინტერესებსა და საფრხეებზე ისაუბრეს


ბრიუსელში გამართულ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენემა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვექნებთან ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ამ ქვეყნებისადმი მხარდაჭერას განიხილავს პრიორიტეტად.

ევროკავშირი უნდა ამაყობდეს, რომ ჩვენს პარტნიორებს ევროკავშირთან დაახლოება სურთ, მეტიც მასში გაწევრიანებაც უნდათ. ხშირად, ჩვენ ევროკავშირში, მოცემულობად აღვიქვამთ იმას, რისი შექმნაც შევძელით – კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და ყველასთვის შესაძლებლობის არეალი. ჩვენი კავშირი არ არის იდეალური, თუმცა მისი წევრობა მრავალი ქვეყნისთვის სტრატეგიული მიზანს წარმოადგენს, რაც ჩვენთვის დიდი კომპლიმენტია, როგორც ფრანგები იტყოდნენ. წარმოშობით ესპანელი ვარ და შემიძლია, ვთქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებამდე, ძალიან გვინდოდა გავმხდარიყავით მისი ნაწილი, რადგან გვესმოდა, რომ ეს იყო უკეთესი და უფრო უსაფრთხო მომავლისკენ გზა. მე მივესალმები უფრო მჭიდრო კოორდინაციას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის, ასევე მათ სწრაფვას ევროკავშირთან უფრო ძლიერი თანამშრომლობისკენ“, – განაცხადა ჟოზეპ ბორელმა.

მისი სიტყვებით, ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობს ასოცირების შეთახმების ფარგლებში, როგორიცაა მაგალითად ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ამ თვალსაზრისით, შესაძლებელია თანამშრომლობის გაღრმავება სავაჭრო ბრუნვის თვალსაზრისით, უსაფრთხოების სფეროში, დეზინფორმაციის, კიბერ და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ.

„ევროკავშირთან დაახლოება ყველა მხარის მუშაობას მოითხოვს. იცით, რომ თითოეულ თქვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი სფეროებია, რომლებიც დეტალურ და სიღრმისეულ გაუმჯოსებებას საჭიროებს. ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ დავაახლოვოთ კანონმდებლობა, გავაღრმაოთ თანამშრომლობა და განვავითაროთ ერთობლივი მუშაობა, თუ ეს რეფორმები სრულად განხორციელდება და ამოქმედდება. ევროკავშირი პატივისცემით დგას თითოეული თქვენგანის გვერდით ამ ძალისხმევაში და მხარს გიჭერთ პოლიტიკურად და ფინანსურად“, – აღნიშნა ჟოზეპ ბორელმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სამი ქვეყნის - საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის თანამშრომლობის ახალი „ასოცირებული ტრიოს“ფორმატის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და იმ საერთო რეგიონულ საფრთხეზე, რომელიც თანაბრად აწუხებს რეგიონის ამ ქვეყნებს. ესაა რუსეთი და რეგიონში არსებული გადაუწყვეტელი კონფლიქტები.

რუსეთთან გადაუწყვეტელი კონფლიქტები რჩება უდიდეს გამოწვევად მთლიანად ევროპული უსაფრთხოებისთვის. რუსეთის მცდელობა, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიების, ანექსია და უკანონო ოკუპაცია ისევე როგორც უკრაინის ტერიტორიების, ასევე მოლდოვის რეგიონის დნესტრისპირეთში გადაუწყვეტელი კონფლიქტი, ქმნის სერიოზულ საფრთხეს ჩვენი უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარებისთვის. რუსეთის ქმედებებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ევროპის აღმოსავლეთ ფლანგის მნიშვნელოვანი დესტაბილიზაცია მოახდინა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას თქმით, „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატი მათ დაეხმარება ევროკავშირის სტადარტებთან დაახლოების გზაზე მიღწეული წარმატების გამტკიცებაში.

ამასთან მისი სიტყვებით, თუ ევროკავშირი რუსეთთან დიალოგს აღადგენს ეს რუსეთს მინსკის შეთანხმების უგულებელყოფის საშუალებას მისცემს.

„უმაღლეს წარმომადგენელთან განვიხილეთ ახლახან გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც რუსეთსა და ევროკავშირს შორის დიალოგის აღდგენის ინიციატივას შეეხება და რომლის განხილვა ევროპული საბჭოს სამიტზეა დაგეგმილ. გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას ამასთან დაკავშირებით. ევროკავშირსა და რუსეთს შორის დიალოგის შეწყვეტა, რუსეთის ქმედებების საწინააღმდეგოდ, ევროკავშირის სანქციების პოლიტიკის ერთ-ერთ ასპექტად მიგვაჩნია“,- აღნიშნა კულებამ და დაამატა, რომ დიალოგის აღდგენა სანქციების ეფექტურობის საკითხს მომავალში ეჭვქვეშ დააყენებს.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აურელიო ჩოკოიმ აღნიშნა, რომ „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატში ვროკავშირთან დიალოგის ხარისხის ამაღლება გაცილებით უკეთაა შესაძლებელი.

მინისტრები დავით ზალკალიანი, დმიტრო კულება და აურელიუ ჩოკოი საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ ცოტა ხნის წინ შექმნილი „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატით, ბრიუსელში პირველი ერთობლივი ვიზიტით იმყოფებიან. ჟოზეპ ბორელთან შეხვედრის შემდეგ ისინი, საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან ევროკომისრებს და ევროპარლამენტის დეპუტატებსაც.

საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირს გააცნობენ „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების და მისი სამომავლო საქმიანობის მიზნებს. შეხვედრებზე საუბარი იქნება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში თანამშრომლობაზე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ დეკემბრის სამიტისთვის მზადებაზე.

საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ძალისხმევის გასაერთიანებლად „ასოცირებული ტრიო“ 2021 წლის მაისში დააფუძნეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG