Accessibility links

site logo site logo

ლაშა დამენია: პანდემიის ჯარიმების გაუქმების მიზანი წანასაარჩევნოდ ამომრჩევლების მოსყიდვაა


ევროპული საქართელოს ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა დამენია, პრემიერ-მინისტრირს ინიციატივას ეხმაურება ჯარიმების მოხსნასთან დაკავშრებით.

დამენიას თქმით, პრემიერის დღევანდელი განცხადების მთავარი მიზანი წანასაარჩევნოდ ამომრჩევლების მოსყიდვაა.

დამენიამ აღნიშნა, ხელისუფლებამ მოსახლეობისათვის წნეხის მოსახსნელად გადასახადები უნდა დაწიოს, ხოლო ჯარიმების გაუქმება მეორეხარისხოვან თემას წარმოადგენს.

„პრემიერი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება ჯარიმების მოხსნასთან დაკავშირებით არის მხოლოდ ერთადერთი მიზნით, რომ ამომრჩევლების მოსყიდვა კვლავ დაიწყოს ქართულმა ოცნებამ, თუმცა აქ მთავარი უნდა ითქვას, რომ ევროპული საქართველო თავიდანვე მოუწოდებდა ხელისუფლებას, რომ ეს ჯარიმები იყო არაადეკვატური და დღეს, გარკვეულწილად, არსამართლიანია, იმ ადამიანებმა, რომლებმაც გადაიხადეს ეს ჯარიმები და თითქოს მადლიერი უნდა ვიყოთ იმ მცირე ნაწილის ჯარიმების მოხსნისა, ამ დროს, პირველი, როცა ეკონომიკა გაჭყლიტა ქართულმა ოცნებამ, პირველი რაც უნდა გაეკეთებინა და დღესაც არ არის გვიან, ეს არის გადასახადების დაწევა, რათა ეკონომიკამ წამოიწიოს და ქართველმა ხალხმა ცოტა შვება იგრძნოს.“ - განაცხადა დამენიამ.

პამდემიის დროს გამოწერილი ჯარიმების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება დღეს პრემიერ-მინისტრმა გააცნო საზოგადოებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG