Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზოგიერთი ჟურნალისტი ტიროდა ჰონგ-კონგის პრო-დემოკრატიული გაზეთის უკანასკნელი გამოცემის მომზადებისას


ხალხის რიგი ჰონგ-კონგში APPLE DAILY-ის ბოლო ნომრის ასლის შესაძენად, 2021 წლის 24 ივნისი
ხალხის რიგი ჰონგ-კონგში APPLE DAILY-ის ბოლო ნომრის ასლის შესაძენად, 2021 წლის 24 ივნისი

ჰონგ-კონგის „Apple Daily-ის“ ჟურნალისტებმა 24 ივნისს ტაბლიოდის უკანასკნელი გამოცემა ააწყვეს. ზოგიერთი თვალცრემლიანი მუშაობდა უკანასკნელი ნომრის მომზადებისას.

გაზეთი მუდმივ გამოწვევას წარმოადგენდა პეკინის ავტორიტარიზმისთვის.

პრო-დემოკრატიული გამოცემა კიდევ ერთი მსხვერპლია ეროვნული უსაფრთხოების კანონისა, რომელიც პეკინმა ჰონგ-კონგში აზრთა სხვადასხვაობის აღმოფხვრის მიზნით შემოიღო გასულ წელს - უზარმაზარი და ხანდახან სასტიკი პრო-დემოკრატიული საპროტესტო გამოსვლების შემდეგ 2019 წელს.

უკანასკნელ გამოცემაში გამოქვეყნებული იყო გაზეთის ჟურნალისტების ფოტო, რომლებიც ხელს უქნევენ და ემშვიდობებიან რედაქციის წინ, ქუჩაში შეკრებილ ასობით მხარდამჭერს წვიმიან დღეს.

ონლაინ სტატიაში, გაზეთმა მადლობა გადაუხადა თავის მკითხველებს, გამომწერებს, სარეკლამო კლიენტებსა და ჰონგ-კონგის მცხოვრებლებს, რომლებიც მას 26 წლის განმავლობაში უჭერდნენ მხარს.

გასულ კვირას ხელისუფლებამ გამოიყენა ახალი კანონი ეროვნული უსაფრთხოების შესახებ და გაყინა Apple Daily-ის აქტივები, დააპატიმრა ხუთი ხელმძღვანელი პირი და ჩხრეკა ჩაატარა გაზეთის ოფისებში.

გაზეთის მფლობელი და დამფუძნებელი, ჯიმი ლაი, აგვისტოში დააპატიმრეს უცხოურ ძალებთან შეთქმულებისთვის ბრალდების გამო.

72 წლის მილიარდერი რამდენიმე საბრალდებო განაჩენს იხდის - ორი წლის წინ პრო-დემოკრატიულ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობისა და პეკინის მმართველობისთვის გამოწვევის გამო.

მას ეროვნული უსაფრთხოების კანონის მიხედვით, სხვა ბრალდებებიც აქვს წაყენებული, უცხოურ სახელმწიფოებთან შეთქმულების ჩათვლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG