Accessibility links

site logo site logo

„ედისონ რისერჩი"-ის გამოკვლევით გიორგი გახარიას პარტიას მხარს უჭერს ამომრჩევლის 10%


ტელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთის კომპანია „ედისონ რისერჩი"-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები ასახავს პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს.

შეკითხვაზე, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? პასუხები ასე გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ – 25%;
  • ენმ - ძალა ერთობაშია - 19%;
  • „საქართველოსთვის“ - გიორგი გახარია - 10%
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ - გიორგი ვაშაძე - 3%
  • „ლელო“ – 3%;
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 3%;
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 2%;
  • „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - ზურა ჯაფარიძე - 2%;
  • „გირჩი“ – 2%;
  • „ერთობა, რაობა, იმედი“ - ლევან ვასაძე 2%;
  • „ევროპული საქართველო“ - გიგა ბოკერია - 1%;
  • „გამარჯვებული საქართველო“ - ირაკლი ოქრუაშვილი - 1%;
  • „დროა“ - ელენე ხოშტარია – 1%;
  • „მოქალაქეები“ - ალეკო ელისაშვილი - 1%;
  • „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ - ნინო ბურჯანაძე - 1%;
  • „ხალხისთვის“ - ანა დოლიძე - 1%;
  • „სამართლიანობისთვის“ - ეკა ბესელია 1%-ზე ნაკლები.
  • „თავისუფალი საქართველო“ - კახა კუკავა - 1%-ზე ნაკლები;
  • ზვიად ძიძიგური - „კონსერვატიული პარტია“ - 1%-ზე ნაკლები;
  • დავით ჭიჭინაძე - „ტრიბუნა“ - 1%-ზე ნაკლები;
  • სხვა პარტიები - 2%;
  • არცერთი - 10%;
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 14%.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთით კვლევითმა კომპანიამ „ედისონ რისერჩი"-​მა ჩაატარა. გამოკვლევის ფარგლებში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7 - 19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG