Accessibility links

site logo site logo

ჩვენი ვიზიტი არის სიგნალი, რომ რეგიონს მარტო არ დავტოვებთ


"ძალიან ვაფასებთ საქართველოს ევროატლანტიკურ ამბიციას. ეს ძალიან კარგია და ჩვენ მას მხარს დავუჭერთ" - განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ შალენბერგმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად სამხრეთ კავკასიაში ვიზიტი შეაჯამა.

მისი თქმით ეს არის გზავნილი, რომ ევროკავშირი რეგიონს მარტო არ დატოვებს.

„რაც შეეხება იმ ზიანს, რასაც რუსეთის საქართველოში ყოფნით განიცდით, ძალიან გარკვევით ვთქვი, რომ ჩვენი ვიზიტი არის სიგნალი და მესიჯი, რომ რეგიონს მარტო არ დავტოვებთ და არ დავუთმობთ სხვა აქტორებს“, - განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG