Accessibility links

site logo site logo

ირანის პარლამენტის სპიკერი: ირანი საერთაშორისო ატომურ სააგენტოს არ გადასცემს ბირთვულ ობიექტებზე გადაღებულ მასალას


ნათანზის ბირთვული ობიექტი ირანში. 2021 წლის აპრილი.

ირანის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ თეირანი არასოდეს გადასცემს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ირანის ზოგიერთ ბირთვულ ობიექტებზე გადაღებულ მასალას მას მერე, რაც მეთვალყურეობის შეთანხმებას ვადა გაუვიდა.

„შეთანხმებას ვადა გაუვიდა ... გადაღებული ინფორმაცია არასოდეს გადაეცემა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს და მონაცემები და ფოტომასალა ირანში დარჩება“, თქვა 27 ივნისს მოჰამად ბაღერ ღალიბათმა თასმინის სააგენტოსთან საუბარში.

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსა და ირანს შორის დაიდო სამთვიანი შეთანხმება მეთვალყურეობის შესახებ, რათა ირანის მხრიდან სააგენტოსთან თანამშრომლობის შემცირებით სააგენტოს კონტროლი არ დაეკარგა და ზოგიერთი საქმიანობის მეთვალყურეობის ნებართვა მიიღო, რაც, სხვა შემთხვევაში, შეწყდებოდა.

შეთანხმება, რომელიც ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს სამეთვალყურეო კამერების მიერ გადაღებული მასალების შეკრებისა და ანალიზის უფლებას აძლევდა, მოგვიანებით 24 ივნისამდე გაგრძელდა.

ირანი და აშშ აწარმოებენ არაპირდაპირ მოლაპარაკებას 2015 წლის ბირთული შეთანხმების აღდგენის გარშემო. შეთანხმება დაიდო ირანსა და მსოფლიოს ექვს ქვეყანას შორის და გულისხმობდა ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ თეირანისთვის დაწესებული სანქციების შეკვეცას. 2018 წელს აშშ-მა დატოვა შეთანხმება და სანქციები დაუწესა ირანს. ამის საპასუხოდ თეირანმა ეტაპობრივად დაიწყო პირობების დარღვევა. აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია შეთანხმების აღდგენას ესწრაფვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG