Accessibility links

site logo site logo

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს მოქმედი ჩემპიონი გამოეთიშა


ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი მოქმედი ჩემპიონის გარეშე გრძელდება. პორტუგალიის ნაკრები შეჯიბრებას მერვედფინალიდან გამოეთიშა ბელგიასთან წაგებით. ამ შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც ტორგან აზარმა გაიტანა პირველი ტაიმის მიწურულს.

ბელგიის ნაკრების გარდა, მეოთხედფინალის საგზური უკვე მოიპოვეს დანიის, იტალიისა და ჩეხეთის ნაკრებებმა. დანიელებმა უელსელები დაამარცხეს ანგარიშით 4:0. იტალიელებმა დამატებით დროში აჯობეს ავსტრიელებს - 2:1, ჩეხებმა კი ნიდერლანდელებს სძლიეს - 2:0.

უკვე ცნობილია მეოთხედფინალის ორი წყვილი: იტალია - ბელგია და დანია - ჩეხეთი. მეოთხედფინალებამდე კი კიდევ ოთხი მერვედფინალია გასამართი. 28 ივნისს ხორვატია ესპანეთს დაუპირისპირდება, საფრანგეთი - შვეიცარიას, 29 ივნისს კი ინგლისი გერმანიას შეხვდება და შვედეთი - უკრაინას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG