Accessibility links

site logo site logo

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 352 ადამიანს, 9 გარდაიცვალა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 9 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 14 074 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 352 შემთხვევა.

დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 2.5%;
  • ბოლო 7 დღის - 2.34%;
  • ბოლო 14 დღის - 2.47%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 808-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 604 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 254 737 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 94 740 მოქალაქე.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 363 874 შემთხვევა. მათგან 350 466 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5275 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG