Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენი: ვეღარ შენარჩუნდება ვითარება, რომელსაც ქმნის სირიის ციხეებში "ისლამური სახელმწიფოს" 10,000-მდე მეომრის ყოფნა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ექსტრემისტული ჯგუფის, "ისლამური სახელმწიფოს" 10,000-მდე მეომრის დაკავება სირიის ბანაკებში ქმნის ვითარებას, რომლის შენარჩუნება შეუძლებელია.

მას შემდეგ, რაც 2017 წელს "ისლამური სახელმწიფო" დამარცხებულად გამოცხადდა, მისი მეომრები დაკავებულნი არიან ბანაკებში, რომელთა ადმინისტრირებასაც ახორციელებენ აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედი ქურთების სირიული დემოკრატიული ძალები (SDF). რომში 28 ივნისს გამართულ შეხვედრაზე ბლინკენი გამოვიდა მოწოდებით განახლდეს საერთაშორისო ძალისხმევა ამ ექსტრემისტულ ჯგუფთან საბრძოლველად. აშშ ქვეყნებს მოუწოდებს რეპარტიაცია ან რეაბილიტაცია გაუკეთონ ან გაასამართლონ მათი მოქალაქეები, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" რიგებს შეუერთდნენ.

"ვითარების შენარჩუნება უბრალოდ შეუძლებელია. ეს დამოუკიდებლად ვეღარ იარსებებს. აშშ კვლავ მოუწოდებს სამშობლო ქვეყნებს, მათ შორის კოალიციურ პარტნიორებს, მიმართონ რეპატრიაციას, რეაბილიტაციას, ან, სადაც ვითარება მოითხოვს, გაასამართლონ თავიანთი მოქალაქეები" - თქვა ბლინკენმა თავის გამოსვლაში.

ბლინკენის თქმით, "ისლამური სახელმწიფოს" სრული დამარცხებისთვის საჭიროა იმ საფრთხეებთან გამკლავება, რომელსაც ჯგუფი ერაყის და სირიის მიღმა ქმნის, კონკრეტულად აფრიკაში. "ისლამურმა სახელმწიფომ" 2014 წელს ერაყის და სირიის ტერიტორიების დიდი ნაწილი ჩაიგდო ხელთ, მაგრამ ჯგუფი სამი წლის შემდეგ სამხედრო გზით დაამარცხა აშშ-ის ხელმძღვანელობთ მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ. მას შემდეგ "ისლამური სახელმწიფო" თავდასხმებს ახორციელებს ჩრდილოეთ ერაყში და სირიის საზღვართან. ბოლო თვეებში ერაყის ხელისუფლებამ 25-ზე მეტ სისხლიან იერიშზე დააკისრა ამ ჯგუფს პასუხისმგებლობა.

XS
SM
MD
LG