Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა არის 1 ოქტომბერი [2012 წლის]


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლის დროს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაასახელა მმართველი პარტიის მთავარი მიღწევა. ის ასეთ მოვლენად ასახელებს 2012 წლის 1 ოქტომბერს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში და მოვიდა ხელისუფლებაში.

„მთავარი მიღწევები, რა არის „ქართული ოცნების“? 1 ოქტომბერი [2012 წლის] არის მთავარი მიღწევა, ჩემი აზრით. როდესაც მთელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა რეალურად გათავისუფლდა თქვენი [„ნაციონალური მოძრაობის] მჩაგვრელი რეჟიმისგან. და შემდეგ, მე ძირითადს გამოვყოფ, ყველა მიმართულებით, ფაქტობრივად, იქნება ეს ადამიანის უფლებები... გუშინ, მაგალითად, შვიდი წლის წინ, 27 ივნისს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას. მივაღწიეთ უვიზო რეჟიმს, თავისუფალ ვაჭრობას. ყველა მიმართულებით, ეს იქნება ჯანდაცვა, განათლება, სპორტი, კულტურა, პოლიციის დეპოლიტიზება და მისი გაძლიერება, უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერება, ყველა მიმართულებით, ჯარის გაძლიერება... ჩვენ გვაქვს ხელშესახები პროგრესი. ეს არის საკმარისი, რა თქმა უნდა, არა. ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ჩვენი მოქალაქეების სიღარიბე. ნახევარზე მილიონზე მეტი დღეს სახელმწიფოსგან ღებულობს შემწეობას, რომ გადარჩნენ“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

28 ივნისს პარლამენტში გაგრძელდა 25 ივნისს დაწყებული პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენა და პარლამენტის წევრების სიტყვით გამოსვლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG