Accessibility links

site logo site logo

აფხაზეთში 17 000-ს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსით ინფიცირების 138 ახალი შემთხვევა და კიდევ 1 პაციენტის გარდაცვალება დაადასტურა. შტაბის ინფორმაციით, COVID-19-ით დაავადებული ახალგაზრდა ქალი გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ივნისის მეორე ნახევრიდან აფხაზეთში ისევ მოიმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა. ბოლო დღეებია ე.წ. ოპერატიული შტაბი ყოველდღიურად იუწყება 100-ზე მეტი ახალი შემთხვევის შესახებ.

2020 წლის გაზაფხულიდან აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 17 044 შემთხვევა, მათგან 15 407 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 245 ადამიანი. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 28 ივნისს გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსული ვაქცინით „სპუტნიკი“ აცრილია 4474 პირი.

დაუზუსტებელი მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG