Accessibility links

site logo site logo

საქართველოში კორონავირუსის "დელტა" შტამი კიდევ 7 პირს დაუდასტურდა


საქართველოში კორონავირუსის "დელტა" შტამი კიდევ 7 პირს დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედიას საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ უთხრა, რომ ახალი შემთხვევები გუშინ გამოვლინდა.

"სხვადასხვა პროგნოზირების მაჩვენებლებით, როგორც საერთაშორისო ინსტიტუციების, ისე ჩვენი მოდელირებით, ვფიქრობთ, რომ 10-დან 20 პროცენტამდე მერყეობს „დელტა“ შტამის ცირკულირება... დღევანდელი მდგომარეობით, ის 85 ქვეყანაშია დაფიქსირებული", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ამ დრომდე "დელტა" შტამის მხოლოდ 20 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ჯერ უცნობია, როგორ მოქმედებს "სინოფარმისა" და "სინოვაკის" ვაქცინები ვირუსის ამ შტამის მიმართ. სწორედ ეს ვაქცინა აქვს გაკეთებული საქართველოში აცრილი მოქალაქეების დიდ ნაწილს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG