Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუგოსლავიის სპეცსამსახურების ყოფილ ხელმძღვანელებს 12 წლით  პატიმრობა მიესაჯათ


იოვიცა სტანიჩი (მარცხნივ) და ფრანკო სიმატოვიჩი (მარჯვნივ) ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალში. 2017 წ. 13 ივნისის ფოტო.
იოვიცა სტანიჩი (მარცხნივ) და ფრანკო სიმატოვიჩი (მარჯვნივ) ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალში. 2017 წ. 13 ივნისის ფოტო.

იუგოსლავიის სპეცსამსახურების ყოფილ ხელმძღვანელებს 12 წლით პატიმრობა მიესაჯათ. ჰააგის ტრიბუნალმა განაჩენი განმეორებით პროცესში გამოუტანა იუგოსლავიის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს ექს-დირექტორს, იოვიცა სტანიშიჩსა და პოლიციის სპეცდანიშნულების ძალების ყოფილ მეთაურს, ფრანკო სიმატოვიჩს.

30 ივნისს სასამართლომ მათ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა მას შემდეგ, რაც ისინი დამნაშავედ ცნო სამხედრო დანაშაულსა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულში.

ბრალდების მხარე მივიდა დასკვნამდე, რომ ხორვატიაში ომისა (1991-1995 წწ.) და ბოსნიაში ომის (1992-1995 წწ.) დროს ორივე ბრალდებული ცდილობდა შეექმნა „ეთნიკურად სუფთა დიდი სერბეთი.“ მათ ბრალად ედებათ ხორვატებისა და ბოსნიელი მუსულმანების დევნა, მკვლელობები, დეპორტაციები და ძალადობრივი გადაადგილება.
იუგოსლავიის პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩის თანამებრძოლების, 70 წლის სტანიშიჩისა და 71 წლის სიმატოვიჩის საქმე უკვე განიხილებოდა ყოფილი იუგოსლავიის საკითხების საერთაშორისო ტრიბუნალში 2009-2013 წლებში. მაშინ ორივე უდანაშაულოდ ცნეს არასაკმარისი მტკიცებულებების გამო. პროკურატურამ შეიტანა სააპელაციო სარჩელი, რომელიც 2015 წელს დააკმაყოფილეს და საქმე ახალი განხილვისთვის გაიგზავნა. 2021 წლის 30 ივნისს პროცესი დასრულდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG