Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია „TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში ბრალდებული


პოლიციამ წალკაში დააკავა პირი, რომელსაც ბრალად ედება ტელეკომპანია „პირველის“ გადამღები ჯგუფის წევრებზე ძალადობა და მათი საქმიანობისთვის ხელისშეშლა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1967 წელს დაბადებული გ.ა. წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში დაუპირისპირდა „პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს, მათ შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი უკანონოდ შეუშალა. ბრალდებულს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

წალკის მუნიციპალიტეტში გადამღებ ჯგუფზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის თავდასხმის, ფიზიკური შეირაცხყოფისა და აპარატურის დაზიანების შესახებ 30 ივნისს განაცხადა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ.

სოფელ წინწყაროში წალკის მერის წარმომადგენელი გიორგი აფრასიძე ძალადობის შესახებ მელაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებდა.

XS
SM
MD
LG