Accessibility links

site logo site logo

პარლამენტის თავმჯდომარე: სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება


პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა "პრაიდის კვირეულზე" საუბრის დროს ამბობს, რომ ნებისმიერ ადამიანს, რა საკითხზეც არ უნდა უნდოდეს საკუთარი უფლების გამოყენება, ეს არ უნდა შეეზღუდოს.

"სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება - ამაზე მე მგონი კითხვის ნიშანი არ დგება. მე იმედი მაქვს, რომ არ ექნებათ ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებს გასაწევი ის სამუშაო, რომელიც სალაპარაკო გახდება ყველას მხრიდან, რომ სადმე ადგილი ჰქონდა ძალადობას. ვერასოდეს ვერ იქნება მოწონებული ძალადობა ან წახალისება ძალადობისკენ, ან თუნდაც პროვოკაციული ქმედებები", - თქვა მან.

საქართველოში "პრაიდის კვირეული" დღეს დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდება. 5 ივლისს დაგეგმილია ღირსების მარში, რომლის წინააღმდეგაც ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები სხვადასხვა აქტივობებს აანონსებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG