Accessibility links

site logo site logo

მოსკოვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დეპუტატმა, ქეთევან ხარაიძემ, საგამოძიებო იზოლატორში შიმშილობა შეწყვიტა


ქეთევან ხარაიძე

მოსკოვის ტვერის რაიონის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დეპუტატმა, ქეთევან ხარაიძემ, საგამოძიებო იზოლატორში შეწყვიტა შიმშილობა, რომელიც დაიწყო მის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდებით დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის მიმართ პროტესტის ნიშნად.

ამის თაობაზე ჟურნალისტებს აცნობა ზარაიძის ადვოკატმა, ევგენია გრიგორიევამ. ადვოკატმა დააზუსტა, რომ დეპუტატმა შიმშილობა შეწყვიტა 28 ივნისს.

ქეთევან ხარაიძე დააკავეს 18 ივნისს, ღამით. მანამდე მის სახლში მოაწყვეს ჩხრეკა. დეპუტატს ჩამოართვეს ტელეფონი, კომპიუტერი და პალტოს ჯიბიდან ამოღებული ათი ათასი რუსული რუბლი.

ხარაიძე თაღლითობაშია ეჭვმიტანილი. გამოძიება ამგვარ ქმედებად მიიჩნევს დეპუტატის მცდელობას, ხელი შეუშალოს მოსკოვის ცენტრში მდებარე ელიტური საცხოვრებელი კომპლექსის ექსპლუატაციის დაწყებას. ხარაიძის მტკიცებით, სახლი აშენდა დარღვევებით და რაიონის საკანალიზაციო სისტემას გადატვირთავს.

ის 19 ივნისს სასამართლოს გადაწყვეტილებით ორი თვით დააპატიმრეს. ხარაიძე უარყოფს ბრალდებას და გამოაცხადა შიმშილობა.

ქეთევან ხარაიძე, როგორც პარტია „იაბლოკოს“ წევრი, მაისში სახელმწიფო დუმის არჩევნებში მონაწილეობასაც აპირებს.

სხვა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც, რომლებიც აპირებდნენ პარლამენტში ეყარათ კენჭი, გახდნენ ეჭვმიტანილები და ბრალდებულები სისხლის სამართლის დანააშულებში. მათ შორის არიან დმიტრი გუდკოვი, კონსტანტინ იანკაუსკასი, მაკსიმ რეზნიკ და ლიუბოვ სობოლი.

კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი, მუნიციპალური დეპუტატი, ილია იაშინი, მოხსნეს მოსკოვის საქალაქო სათათბიროს არჩევნებიდან და გამოაცხადეს „პირად, რომელიც ექსტრემისტულ საქმიანობაშია ჩართული“ ალექსეი ნავალნის მხარდაჭერის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG