Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის წითელ მოედანზე დააკავეს აქტივისტები ცისარტყელას ფერებიანი დროშით


ლგბტ-თემის აქტივისტების აქცია მოსკოვში. 2020 წლის 15 ივლისი
ლგბტ-თემის აქტივისტების აქცია მოსკოვში. 2020 წლის 15 ივლისი

მოსკოვის ცენტრალურ, წითელ მოედანზე დააკავეს აქტივისტები, ალან ლეონგარდი და ვალია ნარცისოვა, რომლებსაც გაშლილი ჰქონდათ ცისარტყელას ფერებიანი დროშა წარწერით: „ქორწინების უფლება ყველასათვის“. ისინი „კიტაი-გოროდის“ პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს.

ტრანსგენდერმა კაცმა ალან ლეონგარდმა და ვალიან ნარცისოვამ აქცია მოაწყვეს მათი ქორწინების დღეს, იტყობინება რუსეთის ლგბტ-თემის ქსელები (ორგანიზაცია რუსეთის მთავრობის მიერ შეტანილია „უცხოეთის აგენტების“ სიაში).

OVD-INO იტყობინება, რომ ლეონგარდს აბრალებენ მიტინგის გამართვის წესის განმეორებით დარღვევას, ხოლო მის ცოლს, არასანქცირებულ ღონისძიებაში მონაწილეობას.

აქციის წინ აქტივისტებმა მოამზადეს მანიფესტი იმ კანონის შეცვლის მოთხოვნით, რომელიც კრძალავს „არასრულწლოვანებში არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის პროპაგანდას.“ ისინი მოითხოვდნენ ასევე 18 წელზე უფრო ასაკის ყველა პირისთვის თავიანთი ურთიერთობის დაკანონების უფლებას.

30 ივნისს წითელ მოედანზე დააკავეს პირი, რომელის მარტო მართავდა პიკეტს პლაკატით: „ შეაჩერეთ ჰომოფობია“. მას პოლიციამ შეუდგინა ოქმი "შეუთანხმებელ საჯარო აქციაში მონაწილეობის" გამო. საქმეს 20 ივლისს განიხილავენ.

30 აგვისტოს რვა წელი გავიდა მას მერე, რაც რუსეთში ძალაში შევიდა კანონი ე.წ. „გეი-პროპაგანდის“ აკრძალვის შესახებ არასრულწლოვანებში. მის დამრღვევებს 50 ათასიანი ჯარიმა ეკისრებათ. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ კანონი დისკრიმინაციულოად მიიჩნია.

XS
SM
MD
LG