Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუს ჟურნალისტს წაუყენეს ბრალდება სახელმწიფო ღალატში


ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, ანდრეი ალიაქსანდრავი

ბელარუს ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, ანდრეი ალიაქსანდრავს წაუყენეს სამშობლოს ღალატის ბრალდება. ამის თაობაზე იტყობინება მისი ადვოკატი ანტონ გაშინსკი, რომლის თანახმად, ჟურნალისტს ემუქრება შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობა. მას არ დაუზუსტებია, თუ რა ბრალდება მას.

ადრე ალიაქსანდრავს წაუყენეს ბრალდება საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევის გამომწვევი ქმედების ორგანიზებაში ან მასში მონაწილეობაში.

ამ მუხლით პატიმრობა მაქსიმუმ, ექვს თვეს ითვალისწინებს.

ალიაქსანდრავი და მისი მეგობარი ქალი, აქტივისტი ირინა ზლობინა, 12 იანვარს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, ალიაქსანდრავი და ზლობინა 2020 წლის აგვისტოდან დაკავებული იყვნენ მინსკის საპროტესტო აქციებში მონაწილეთა „დაფინანსებით“ და სხვათა შორის, აქციებზე დაკავებულების 250-მდე ჯარიმა გადაიხადეს.

ამ მიზნებისთვის თანხმები გამოყო ფონდ ByHelp-მა, რომელიც აცხადებს, რომ „ჯარიმების გადახდა დანაშაული არ არის“ და ამგვარი ბრალდება აბსურდულად მიაჩნია.

უფლებდაცვითი ცენტრ „«Вясна-ს» წარმომადგენელი, ვალიანცინ სტეფანოვიჩი თვლის, რომ ალიაქსანდრავისა და ზლობინას მიმართ წაყენებული ბრალდებები უადგილოა და მათ საზოგადოებრივ და უფლებადაცვით საქმიანობას უკავშირდება.

მასობრივი გამოსვლები ბელარუსში დაიწყო შარშანდელი აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. დასავლეთი არ ცნობს ალექსანდრ ლუკაშენკას ბელარუსის ლიდერად.

დემონსტრანტები მოიხოვდნენ მის გადადგომას და ახალი არჩევნების დანიშვნას.

უფლებადამცველების მონაცემებით, გამოსვლების დროს დაიღუპა რვა ადამიანი, 30 ათას ბელარუსი რეპრესიების მსხვერპლი გახდა. აღძრულია ათასამდე სისხლის სამართლის საქმე, ათეულობით პირს ხანგძლივი პატიმრობა მიუსაჯეს. მასობრივი რეპრესიების შემდეგ ქუჩებში გამოსვლები ფაქტიურად შეწყდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG