Accessibility links

site logo site logo

ხამენეიმ სასამართლო ხელისუფლება ჩააბარა სასულიერო პირს, რომელიც დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფება


ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი, ღოლამჰოსეინ მოჰსენი ეჟეი, 1 ივლისი, 2021 წელი

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, ირანის სასამართლო ხელისუფლების ახალ ხელმძღვანელად დანიშნა მკაცრი ხაზის მომხრე სასულიერო პირი, რომელსაც დასავლეთმა სანქციები დაუწესა. ის შეცვლის ებრაჰიმ რაისის, რომელიც გასულ თვეში ირანის პრეზიდენტად იქნა არჩეული.

სააგენტო IRNA იტყობინება 1 ივლისს, რომ ჰამენეიმ, რომელსაც ბოლო სიტყვა ეკუთვნის სახელმწიფო საკითხებში, თანამდებობა ჩააბარა რაისის მოადგილეს, 64 წლის სასულიერო პირს, ღოლამჰოსეინ მოჰსენი ეჟეის და მოწოდა მას, ხელი შეუწყოს სამართლიანობას და იბრძოლოს კორუფციასთან.

ხამენეიმ მაღალი შეფასება მისცა ეჟეის „ღირებულ გამოცდილებას, შესანიშნავ ნაწერებს და იურიდიულ კომპეტენტურობას“. ეჟეი, რომელიც ადრე მუშაობდა გენერალურ პროკურორად და დაზვერვის მინისტრად, სათავეში ჩაუდგება სასამართლო ხელისუფლებას, რომელსაც ადამიანის უფლებების დამცავები მკაცრად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის იყო ერთ-ერთი უდიდესი დამსჯელი მსოფლიოში და აწყობდა ორმაგი მოქალაქეობის მქონე და დასავლეთთან დაკავშირებული პირების დახურულ სასამართლო პროცესებს.

ეჟეი აშშ-ის და ევროკავშირის სანქციების სამიზნე გახდა მის მხრიდან ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო, რაც უკავშირდებოდა 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს. მაშინ ეჟეი დაზვერვის მინისტრი იყო.

ახლა ის მომავალი თვიდან შეცვლის რაისის, რომელიც ასევე აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება მისი მონაწილეობის გამო ათასობით პოლიტიკური პატიმრის მასობრივ დასჯაში, ასევე სასამართლო სისტემაში მუშაობასთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG