Accessibility links

site logo site logo

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის ახალი ტალღის შესახებ აფრთხილებს მსოფლიოს


ჰანს კლუგე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი მოსკოვში, 2020 წელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაფრთხილება გამოთქვა იმის შესახებ, რომ კორონავირუსის ინფექციის ახალი ტალღა გარდაუვალია ევროპაში, სადაც ძლიერად გადამდებმა „დელტა“ ვარიანტმა გამოიწვია ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა ისეთ ქვეყნებში, როგორიც რუსეთია, რომელმაც გაძლიერებული ვაქცინაციის კამპანია გამოაცხადა იმ მიზნით, რომ შეეჩერებინა სიკვდილისა და ინფიცირების შემთხვევების ძლიერი ზრდა.

ჰანს კლუგემ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელმა, 1 ივლისს, ბრიფინგზე, განაცხადა, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევების 10-კვირიანი კლება დასრულდა და მოქალაქეებმა და კანონმდებლებმა უნდა შეინარჩუნონ დისციპლინა, თუ სურთ, თავიდან აირიდონ აფეთქება. ახალი შემთხვევების რიცხვი 10 პროცენტით გაიზარდა გასულ კვირას მზარდი მოგზაურობის, თავყრილობების და სოციალური შეზღუდვების შესუსტების ფონზე, - განაცხადა კლუგემ.

"ეს ხდება ვითარების სწრაფი განვითარებისკონტექსტში. შეშფოთების ახალი -„ დელტა“ ვარიანტი - და რეგიონი, სადაც წევრი-სახელმწიფოების მხრიდან უზარმაზარი ძალისხმევის მიუხედავად, მილიონობით ადამიანი აუცრელი რჩება", - განაცხადა მან. „ევროპის რეგიონში ახალი ტალღა იქნება, თუ ჩვენ დისციპლინას არ შევინარჩუნებთ", - დასძინა მან.

კეტრინ სმოლვუდმა, ევროპაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თანამშრომელმა, ასევე გამოთქვა გაფრთხლება იმის შესახებ, რომ ქალაქებმა, რომლებიც მასპინძლობენ ევრო 2020 საფეხბურთო მატჩებს, უკეთესად უნდა გააკონტროლონ მაყურებლების მოძრაობა - მათ შორის, მათ ჩამოსვლამდე და მას შემდეგაც, როცა ისინი დატოვებენ სტადიონებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG