Accessibility links

site logo site logo

პორტუგალიაში "კომენდანტის საათი" დაწესდა ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო


პორტუგალიის მთავრობამ ქვეყნის 45 მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქ ლისაბონში „კომენდანტის საათი“ გამოაცხადა. დღეიდან გადაადგილება აიკრძალება ღამის 11-დან დილის 5 საათამდე.

გადაწყვეტილების მიზეზია ეპიდსიტუაციის გაუარესება კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელების შედეგად. ბოლო ხანს ინფიცირებულთა ნახევარზე მეტს ეს შტამი აქვს. ხუთშაბათს პორტუგალიაში აღირიცხა კორონავირუსის 2449 შემთხვევა, რაც თებერვლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

Reuters-ის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების უმეტესობა მოდის აუცრელ ახალგაზრდებზე. ამ დროისთვის პორტუგალიაში აცრილია მოსახლეობის დაახლოებით 31%. პანდემიის განმავლობაში ქვეყანაში დაინფიცირდა 880 ათასზე მეტი ადამიანი და 17 ათასზე მეტი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG