Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ავიაციამ ღაზის სექტორში იერიში მიიტანა ჰამასის იარაღის საწარმოებზე


წუხელ ისრაელის ავიაციამ ღაზის სექტორში ჰამასის იარაღის საწარმოებზე მიიტანა იერიში მას შემდეგ, რაც ღაზიდან ისრაელის ტერიტორიისკენ აალებადი ბუშტები გაუშვეს, განაცხადა 2 ივლისს ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა.

ეს ისრაელის საჰაერო იერიშების მესამე რაუნდია მას შემდეგ, რაც მაისში დასრულდა 11-დღიანი შეიარაღებული კონფლიქტი ღაზის მმართველ ჰამასთან. სამივე იერიში პასუხი იყო ჰამასის აქტივისტების მიერ ისრაელის ტერიტორიისკენ აალებადი ბუშტების გაშვებაზე, რასაც ხანძრები მოჰყვა ისრაელის ფერმებში.

ეგვიპტელი და სხვა საერთაშორისო შუამავლები ცდილობენ გაამყარონ მხარეებს შორის ადრე მიღწეული საზავო შეთანხმება, რომელმაც დაასრულა 11-დღიანი ომი. უკანასკნელ დღეებში ისრაელმა შეამსუბუქა აკრძალვები, დაუშვა კატარის მეშვეობით საწვავის შეტანა, ღაზის სათევზაო ზონის გაფართოება და საზღვარს გადაღმა ვაჭრობის გაიოლება. როგორც ისრაელი აცხადებს, ეს ნაბიჯები იმაზეა დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა ჰამასი სიმშვიდეს ისრაელთან საზღვრის გასწვრივ.

XS
SM
MD
LG