Accessibility links

site logo site logo

სალომე ზურაბიშვილმა ჯეიმს აპატურაი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა


საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე პოლიტიკური ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი, ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

ჯეიმს აპატურაის პრეზიდენტმა ჯილდო პირადად გადასცა.

"ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ბატონი ჯეიმს აპატურაი ნაკლებად იყო პირადი წარმომადგენელი გენ.მდივნის საქართველოში და მეტად იყო საქართველოს პირადი წამომადგენელი ნატოში და ეს არის არის მთავარი მოტივაცია, რატომაც გადავწყვიტე ამ თერთმეტი წლის თავზე გადმოგცეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ჯილდო, რომელსაც ჩვენ ვანიჭებთ მხოლოდ უცხოელებს, იმ უცხოელებს, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოს განვითარებისთვის, საქართველოს უცხოეთში პოპულარიზაციისთვის და თქვენს შემთხვევაში საქართველოს უსაფრთხოებისთვის", - უთხრა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე ჯეიმს აპატურაის.

ჯეიმს აპატურაი საქართველო-ნატოს ურთიერთობის გაღრმავებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის დაჯილდოვდა.

ჯეიმს აპატურაიმ სალომე ზურაბიშვილს ჯილდოს მინიჭებისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ეს მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ჯილდოა. წინასწარ მომზადებული სიტყვის ნაცვლად ჯეიმს აპატურაიმ მხოლოდ იმაზე ილაპარაკა, რამდენად საინტერესო აღმოჩნდა მისთვის საქართველოში გატარებული დრო და როგორი პროგესი განიცადა ქვეყანამ და საქართველოს შეირაღებულმა ძალებმა ნატოში ინტეგრაციის გზაზე იმ დროის განმავლობაში, რაც ის ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელია რეგიონშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG