Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ორი მოქალაქის წინააღმდეგ ალბანეთმა ჯაშუშობის საქმეზე გამოძიება დაიწყო


ტირანის პროკურატურა იძიებს ჯაშუშობის საქმეს, რომელშიც ეჭმიტანილია რუსეთის ორი და ჩეხეთის ხუთი მოქალაქე. გამოცემა Exit-ის თანახმად, ეჭვმიტანილები ნატოს წევრი ქვეყნების მონაწილეობით გამართული აშშ-ის ყოველწლიური სამხედრო მანევრების დროს სხვადასხვა სახის სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდნენ.


Euronews-ის ალბანური რედაქცია გამოძიებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის მოქალაქეები სამხედრო მანევრების დროს სავარაუდო სახელმწიფო მოქმედებების შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას აგროვებდნენ, ხოლო ჩეხები კუჩოვოში მდებარე ნატოს შტაბს და ქალაქ დურესში მყოფ ამერიკის სამხედროებს ფოტოებს უღებდნენ.

ერთ-ერთ ეჭვმიტანილს, 47 წლის ვლადისლავ ჩერკასოვს, 21 მაისს ალბანეთში შესვლის დროს აღმოუჩინეს დრონი, რომლითაც იგი სწავლების ადგილზე, ქალაქ დურესში მიემგზავრებოდა. მან ქვეყანა სამი დღის შემდეგ დატოვა. მეორე ეჭვმიტანილი, გიორგი ბუდანოვი, ალბანეთში 1 მარტს შევიდა და დაბინავდა ორიკუმის მახლობლად, სადაც ასევე მიმდინარეობდა საერთაშორისო სამხედრო წვრთნა. ბუდანოვი ალბანეთიდან 10 მაისს იქნა დეპორტირებული.

ეჭვმიტანილი ჩეხები ალბანეთში 1 მაისს ჩავიდნენ. ერთ-ერთმა დაიქირავა ავტომობილი, რომლითაც ქვეყანაში 10 დღის განმავლობაში გადაადგილდებოდა. გზად ისინი სამხრეთ ალბანეთში მდებარე სამხედრო ბაზასთან გაჩერდნენ.

ნატოს წევრი რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ალბანეთის, ტერიტორიაზე აპრილის ბოლოდან 26 ივნისამდე გაიმართა აშშ-ის სამხედრო სწავლება Defender Europe-ი, რომელშიც ალიანსის 26 წევრი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები და საბრძოლო ტექნიკა იღებდა მონაწილეობას. სწავლების ერთ-ერთი სცენარი მიზნად რუსეთის მხრიდან განხორციელებული სავარაუდო იერიშის მოგერიებას ისახავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG