Accessibility links

site logo site logo

ჯავაში ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს


ოკუპირებული ჯავის სკოლა-ინტერნატის ტერიტორიაზე 2 ივლისს ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს. მოწყობილობის წარმოშობის და გამოშვების თარიღს დე ფაქტო რესპუბლიკის შესაბამისი სამსახურების სპეციალისტები ადგენენ. - ამის შესახებ ოსური მედია იუწყება.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა ძაგოევმა განაცხადა, რომ მოწყობილობა მთლიანად ჟანგით არის დაფარული.

„მუშები სკოლა-ინტერნატის ეზოში ორმოს თხრიდნენ. მათ აღმოაჩინეს ასაფეთქებელი მოწყობილობა და შეატყობინეს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს. ექსპერტების აზრით, მოწყობილობა საკმაოდ ძველია. როგორც ჩანს, მისი ასაკი დაახლოებით 20 წელია. მისი სიგრძე არის 54 სანტიმეტრი, დიამეტრი 7,5 სანტიმეტრი", - განაცხადა ძაგოევმა.

დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენელმა ისიც განმარტა, რომ მოწყობილობა დეპარტამენტის გამნაღმველებმა სპეციალური პოლიგონზე გადაიტანეს შემდგომი განადგურების მიზნით. გამნაღმველებმა ასევე სპეციალური ტექნიკური მოწყობილობების საშუალებით სკოლა-ინტერნატის ტერიტორია შეამოწმეს. სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობები აღარ აღმოუჩენიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG