Accessibility links

site logo site logo

პუტინმა რუსეთის გვარდიას ქერჩის სრუტის ბლოკირების ნებართვა მისცა


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთის გვარდიას ქერჩის სრუტის ბლოკირების უფლებას აძლევს.

ამის შესახებ საუბარია ოფიციალურ ინტერნეტ-პორტალ სამართლებრივ ინფორმაციაში გამოქვეყნებულ კანონში, რომელშიც კერძოდ აღნიშნულია, რომ რუსეთის გვარდიას ენიჭება უფლება „მოახდინოს ობიექტების აკვატორიისა და ტერიტორიის ბლოკირება უკანონო შეჭრის აღკვეთის მიზნით.“

ქერჩის სრუტის გარდა, რუსეთის გვარდიას ევალება ასევ მოსკოვის მიერ უკანონოდ აშენებული ქერჩის ხიდის დაცვაც.

საინფორმაცი პორტალ „ევროპეისკა პრავდას“ ინფორმაციით, რუსეთმა 2021 წლის აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით ჩაკეტილად გამოაცხადა შავი ზღვის აკვატორია, ქერჩის სრუტის მიმართულებით უცხო ქვეყნების სამხედრო გემებისა და მცურავი საშულებების მონაწილეობით დაგეგმილი მანევრის საბაბით, რასაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG