Accessibility links

site logo site logo

სტიქია ლაგოდეხში: საქართველო-აზებაიჯანის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა შეფერხებულია


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი შრომა.

ძლიერმა ქარმა და წვიმამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შექმნა. საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელ გზაზე მოგლეჯილია ხეები და შეფერხებულია მოძრაობა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, რომ მრავალწლოვანი ხეებია მოგლეჯილი ქალაქ ლაგოდეხსა და რამდენიმე სოფელში, მათ შორის, კაბალში, ჰერეთისკარში, ნინიგორსა და ბაისუბანში.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ნინიგორი.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ნინიგორი.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა სოფელ კაბალში. ასევე სახურავის გარეშეა დარჩენილი სოფელ ნინიგორში რამდენიმე ოჯახის დამხმარე ნაგებობა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მოგლეჯილი ხე, ავტომობილს დაეცა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, აზერბაიჯანისკენ მიმავალი გზა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, აზერბაიჯანისკენ მიმავალი გზა.

სტიქიის გამო გაწყვეტილია ელექტროსადენები და წაქცეულია საყრდენები. მუნიციპალიტეტის დიდ ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG