Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის კომპიუტერული კომპანია იძიებს კიბერთავდასხმას, რომელიც შესაძლოა რუსეთს უკავშირდებოდეს


აშშ-ის სოფტვერის კომპანია აცხადებს, რომ იძიებს პოტენციურ კიბერთავდასხმას, რომელიც, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის თქმით, წარმოადგენს ე.წ. "გამომძალველი პროგრამით" განხორციელებულ შეტევას - მსგავსს წარსულში მომხდარი თავდასხმებისა, რომლებსაც რუს ჰაკერებს მიაწერენ.

2 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში კომპანია Kaseya კლიენტებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გამორთონ სერვერები, რომლებზეც დაზიანებული სოფტვერი მუშაობს და ადასტურებს, რომ თავად კომპანიამ თავისი რამდენიმე სერვერი დახურა. კომპანია ამბობს, რომ თავდასხმა მისი კლიენტების მხოლოდ "მცირე ჯგუფს" შეეხო და აცხადებს, რომ ინციდენტის შესახებ თანამშრომლობს კიბერუსაფრთხოების რამდენიმე ფირმასთან.

თავდასხმამ გამოიწვია Kaseya-ს სოფტვერის მომხმარებელი სულ მცირე 200 ამერიკული კომპანიის ქსელის პარალიზება. კიბერუსაფრთხოების კომპანია Huntress Labs-ის სპეციალისტი, ჯონ ჰამონდი სააგენტო ასოშიეიტედ პრესს ეუბნება, რომ თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, დგას რუსულენოვანი გამომძალველი სინდიკატი, REvil gang-ი.

ე.წ. გამომძალველი პროგრამით განხორციელებული თავდასხმისას მსხვერპლის მონაცემები კოდირებული ხდება, რაც შეუძლებელს ხდის ფაილების და სისტემების გამოყენებას. ბოროტმოქმედები შემდეგ ფულს ითხოვენ ხოლმე კოდის მოხსნის სანაცვლოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG