Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ზედიზედ ხუთი დღეა აღინიშნება კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი


რუსეთის მთავრობა ზედიზედ მეხუთე დღეა აღწერს კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს პანდემიის დაწყებიდან - ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ამ დიაგნოზით 697 ადამიანი დაიღუპა. იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზე რჩება ინფიცირების მაჩვენებელიც - 24 საათის განმავლობაში აღირიცხა 24 439 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 17 899 ადამიანი. შესაბამისად, დაავადებულთა რიცხვი ზრდას განაგრძობს. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ამჟამად 395 120 პაციენტია.

პანდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში ოფიციალურად აღრიცხულია ინფიცირების 5 585 799 და გარდაცვალების 137 262 შემთხვევა. თუმცა, დამოუკიდებელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რეალური მაჩვენებლები უფრო მაღალია.

ნახევარი წლის წინ რუსეთში კორონავირუსზე გამარჯვება გამოაცხადეს, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შარშან ივნისში ამბობდა, რომ მთავრობამ შეძლო რუსეთის მოსახლეობის ინფექციისგან დაცვა. რუსეთი იყო მსოფლიოს პირველი ქვეყანა, რომელმაც რეგისტრაციაში გაატარა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, 2020 წლის აგვისტოში.

მაგრამ ვაქცინაციის კამპანია ჩავარდა, აცრილი მოქალაქეების წილი რუსეთში მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს. ეს გავრცელების საშუალებას აძლევს ვირუსის ახალ ვარიანტებს, რომლებიც ორგანიზმისთვის ორიგინალურ ვერსიაზე უფრო სახიფათოა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG