Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავისა და გაჩიანის დამაკავშირებელი ხიდიდან სატვირთო გადავარდა


რუსთავისა და გაჩიანის დამაკავშირებელი ხიდიდან სატვირთო გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი გარდაიცვალა.

ადგილზე მუშაობენ საპატრულო და სამაშველო ეკიპაჟები.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაწყო. ამ მუხლით ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევისთვის, რა დროსაც ადამიანი გარდაიცვალა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

XS
SM
MD
LG