Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყიბულში გრძელდება მეშახტეების გაფიცვა


ტყიბულში მეშახტეები კვლავ გაფიცულნი არიან და მუშაობაზე უარს ამბობენ. მათი ძირითადი მოთხოვნა ხელფასების 300 ლარით გაზრდაა.

"საქნახშირში" აცხადებენ, რომ 3 ივლისს საკონსულტაციო საბჭომ მეშახტეთა მოთხოვნაზე იმსჯელა და კომპანია მათ ხელფასის ბონუსური სისტემით გაზრდას შესთავაზებს. „მეშახტეთა პირველადი პროფკავშირების“ თავმჯდომარის გაგა ისაკაძის ინფორმაციით, 4 ივლისს იგეგმება მეშახტეების და კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც მეშახტეთა მოთხოვნები განიხილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG