Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელმა ქურთებმა რუსეთს 20 ბავშვი გადასცეს "ისლამური სახელმწიფოს" მეომრების საპატიმროებიდან


სირიელ ქურთთა ადმინისტრაციამ ბანაკებიდან, სადაც ექსტრემისტული ჯგუფის, "ისლამური სახელმწიფოს" წევრები არიან დაკავებული, კიდევ 20 ბავშვი გადასცა რუსეთის დელეგაციას რეპატრიაციისთვის.

ბავშვები, რომლებიც ამ ექსტრემისტულ ჯგუფთან დაკავშირებულ რუს მშობლებს გაუჩნდათ, 3 ივლისს გადასცეს რუსეთის დელეგაციას, - იუწყება ჩრდილოეთ სირიის დე ფაქტო ავტონომიური ადმინისტრაცია. "ვეცდებით, ყველა ბავშვი დავიბრუნოთ", - რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისიის დირექტორის მოადგილის, ლარისა ნიკოლაევნას ამ სიტყვებს ქურთული მედია ავრცელებს.

ქურთთა მმართველობას ციხეებში დაკავებული ჰყავს "ისლამური სახელმწიფოს" წევრობაში ეჭვმიტანილი 10,000-მდე პირი, მას შემდეგ, რაც ქურთებმა უხელმძღვანელეს აშშ-ის მხარდაჭერით გამართულ სამხედრო კამპანიას, რომელიც 2019 წელს დასრულდა "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ტერიტორიების უმრავლესობის დაკარგვით. ათიათასობით უცხოელი ქალი და ბავშვი, რომლებსაც ამ ექსტრემისტულ ჯგუფთან აქვთ კავშირი, სხვა ბანაკებში, მძიმე პირობებში იმყოფებიან ჩრდილოეთ სირიაში.

ქურთთა ადმინისტრაცია და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) 60-მდე ქვეყანას - საიდანაც "ისლამური სახელმწიფოს" წევრები და მათი ნათესავები არიან - თავ-თავიანთი მოქალაქეების რეპატრიაციისკენ მოუწოდებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG