Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია თურნავა ინფლაციის მიზეზად იმპორტულ პროდუქციას ასახელებს


საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 4 ივლისს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ფასების ზრდაზე, ინფლაციაზე ილაპარაკა და მას „სერიოზული გამოწვევა“ უწოდა. ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ინფლაციის გამომწვევი მიზეზი იმპორტული პროდუქცია გახდა.

ნათია თურნავას თქმით, იმპორტულ პროდუქციაზე ფასების ზრდის მიზეზი ლარის გაუფასურება და ზოგადად მსოფლიოში გაზრდილი ფასები გახდა.

ლარის გაუფასურებაზე ლაპარაკისას ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ „პრობლემა მეტ-ნაკლებად აღმოფხვრილია“ და წლის ბოლომდე იმპორტულ საქონელზე „ფასის ზრდა შემცირდება“.

მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდაზე ლაპარაკისას კი ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველო იწყებს ახალ პროგრამას, რომელიც შეეხება იმპორტის ჩანაცვლებას და ამისთვის ადგილობრივი წარმოების წახალისებას შეეცდება სპეციალური პროგრამებით - გრანტებით და სუბსიდიებით. „ყველგან, სადაც გვაქვს პოტენციალი თვითონ ვაწარმოოთ და იმპორტული საქონელი შევამციროთ ჩვენს ბაზარზე, სწორედ ასეც მოხდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

XS
SM
MD
LG