Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უამინდობის გამო დასავლეთ საქართველოში ათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა


უამინდობის გამო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ათასობით აბონენტი ელექტოენერგიის გარეშე დარჩა - ამ ცნობას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ძლიერმა წვიმამ და ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა მარტვილის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში.

საზოგადოებრივ მაუწყებელს მოაქვს "ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადება, რომ სპეციალისტები ყველა მიმართულებით მუშაობენ და ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.

წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი ახადა. დატბორილია სიმინდის ყანები, თხილნარები - თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანახმად, წინასწარი შეფასებით ზარალი დიდი არ არის.

XS
SM
MD
LG