Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: „წარმოუდგენელი ფაქტები ფიქსირდება“


თბილისის მერმა კახა კალაძემ მოქალაქეებს „ფეისბუკის“ მეშვეობით მიმართა.

„მეგობრებო, თანამოქალაქენო, მოგიწოდებთ ყველას სიმშვიდისკენ! დაუშვებელია ძალადობა! წარმოუდგენელი ფაქტები ფიქსირდება, თავდასხმები მოზარდებზე, ქალებზე, ტურისტებზეც კი.

ჩვენ გვიყურებს საქართველოს მტერიც და მოყვარეც. დაუშვებელია ასე სირბილი ქუჩებში, დაუშვებელია აგრესია. გაითვალისწინეთ ყველამ და გაუფრთხილდით ჟურნალისტებს.

მედია მსოფლიოს ცხელ წერტილებშიც კი ხელშეუხებელია. ჩვენი საზოგადოების სირცხვილია ჟურნალისტების მიმართ გამოხატული უმართავი აგრესია. მიეცით მათ მუშაობის საშუალება“.

„თბილისი პრაიდის“ მიმართ აგრესიულად განწყობილი ჯგუფები თბილისის ცენტრში დილიდან შეიკრიბნენ. ისინი ძალადობრივი მეთოდებით ცდილობენ ხელი შეუშალონ ჟურნალისტებს მუშაობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG