Accessibility links

site logo site logo

აზერბაიჯანი იძიებს კასპიის ზღვაში გაჩენილ მასშტაბურ ხანძარს


აზერბაიჯანის საგანგებო ვითარებების სამინისტრო აცხადებს, რომ იძიებს კასპიის ზღვაში გაჩენილ ხანძარს, თუმცა არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხანძარმა გავლენა იქონია ნავთობის და გაზის ოფშორულ ობიექტებზე.

ადგილზე 4 ივლისს ძლიერი აფეთქება მოხდა, შემდეგ ხანძრის ამსახველი ფოტოები სოციალური მედიით გავრცელდა. სამინისტრო, რომლის განცხადებას რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახური ავრცელებს, ამბობს, რომ არ აქვს "ინფორმაცია დღის განმავლობაში შექმნილ საგანგებო სიტუაციებზე ქვეყნის ნავთობის ოფშორულ ინფრასტრუქტურაში ან ინდუსტრიულ ობიექტებზე". სამინისტრო აცხადებს, რომ განცხადება გაავრცელა ზღვაზე გაჩენილი ხანძრის ამსახველი ფოტოების გამო, რომლებიც ინტერნეტში 4 ივლისის საღამოს გამოჩნდა.

სამინისტრო აცხადებს, რომ ხანძრის გარშემო მიმდინარეობს გამოძიება.

აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო APA ავრცელებს ნავთობის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ის პრესმდივნის, იბრაჰიმ აჰმადოვის სიტყვებს, რომ აფეთქება მოხდა უმიდის გაზის ობიექტიდან დაახლოებით 10 კილომეტრის მოშორებით - რაც 75 კილომეტრის მოშორებითაა ბაქოს სანაპიროდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG