Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია ამსუბუქებს ტურისტების მიღების შეზღუდვებს რუსეთიდან და რიგი სხვა ქვეყნებიდან


რუსეთი, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, აგრეთვე ინდოეთი და ნეპალი, გერმანიის ხელისუფლების თვალსაზრისით, აღარ მიეკუთვნებიან იმ ქვეყნებს, სადაც კორონავირუსის "დელტა" ვარიანტი ფართოდაა გავრცელებული. ინფორმაციას ამის შესახებ DW აქვეყნებს. გამოცემის თანახმად, ეს ინფორმაცია რობერტ კოხის ინსტიტუტის ვებგვერდზე სამშაბათს, 6 ივლისს გამოქვეყნდა. ყველა ზემოხსენებული ქვეყანა ახლა ითვლება "SARS-CoV-2 მაღალი პრევალენტობის რეგიონებად".

DW-ს ცნობით, ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული ქვეყნებიდან გერმანიაში ჩასული მოგზაურებისთვის ადრე დაწესებული მრავალი შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. კერძოდ, გერმანიაში შესვლის უფლება აქვთ ყველა კატეგორიის მოგზაურებს და არა მხოლოდ გერმანიის მოქალაქეობის ან ბინადრობის ნებართვის მფლობელებს. ამავე დროს, ისინი, ვინც სრულად არიან ვაქცინირებულნი ევროკავშირში რეგისტრირებული წამლებით და მათ, ვისაც აქვთ გადატანილი კორონავირუსის ინფექციის სერტიფიკატი, თავისუფლდებიან კარანტინში განთავსებისგან. დანარჩენებისთვის კარანტინის ვადა 10 დღეა, თუმცა იგი შეიძლება შემცირდეს 5 დღემდე, თუ ამ დროისათვის მოგზაური კორონავირუსის ინფექციაზე განმეორებითი ნეგატიური ტესტის შედეგს წარადგენს.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო 5 ივლისს იტყობინებოდა, რომ კორონავირუსული ინფექციების ყოველდღიური ზრდა ქვეყანაში 24,353 შემთხვევას შეადგენს, გარდაიცვალა 654.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG