Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 1407 ადამიანს, 10 გარდაიცვალა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 10 პაციენტი. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 25 606 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1407​ შემთხვევა.

დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 5,49%;
  • ბოლო 7 დღის - 3.68​%;
  • ბოლო 14 დღის - 3,01%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 591-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 371 293 შემთხვევა. მათგან 355 718 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5383 ადამიანი.

XS
SM
MD
LG