Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კამჩატკაში ან-26 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი გაუჩინარდა


ილუსტრირებული ფოტო
ილუსტრირებული ფოტო

კამჩატკაში აღმოაჩინეს გაუჩინარებული სამგზავრო თვითმფრინავის სავარაუდო ჩამოვარდნის ადგილი. სააგენტო რია ნოვოსტის თანახმად, თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა. „დაფიქსირდა ძალიან სუსტი რადიოსიგნალი. სავარაუდოდ, ეს უნდა იყოს გაუჩინარებული ან-26-ის საბორტო ჩამწერის რადიოსიგნალი, რომლის გააქტიურება თვითმფრინავის კატასტროფის დროს ხდება“, - ამის შესახებ საგანგებო სამსახურის წარმომადგენელმა სააგენტოს განუცხადა.

გაუჩინარებული სამგზავრო თვითმფრინავი პეტროპავლოვსკ-კამჩატკიდან დაბა პალანისკენ მიფრინავდა.

თვითმფრინავში 22 მგზავრი, მათ შორის ერთი ბავშვი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. მგზავრთა შორის იყო პალანის თავკაცი, ოლგა მოხირევი.

თვითმფრინავისა და ადამიანების ძებნა გრძელდება. კამჩატკის მთავრობაში საგანგებო შტაბია შექმნილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG