Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში COVID-19-ით ერთი დღის განმავლობაში პირველად გარდაიცვალა 700-ზე მეტი ადამიანი


კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვა რუსეთში
კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვა რუსეთში

წუხელ რუსეთში კორონავირუსისგან გარდაიცვალა 737 ადამიანი, რაც პანდემიის განმავლობაში ერთ დღე-ღამეში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რუსეთის ფედერალური ოპერატიული შტაბის თანახმად, ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა მოსკოვში, შემდეგ - სანქტ-პეტერბურგში. მაგრამ სხვა დიდ ქალაქებში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი საგრძნობლად მცირეა.

პანდემიის განმავლობაში, COVID-19-ის დიაგნოზით 140 000 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, რუსეთის ფედერალური ოპერატიული შტაბის დათვლის მეთოდიკა განსხვავდება რუსეთის სტატისტიკის სამსახურისგან, რომლის თანახმად, კორონავირუსით გარდაცვლილათა როდენობა 2021 წლის აპრილისათვის 270 000 ადამიანს შეადგენდა.

რუსეთში იზრდება კორონავირუსით დაავადების სტატისტიკაც. წუხელ COVID-19-ით 23 378 ადამიანი დაინფიცირდა. ეს რიცხვი პანდემიის განმავლობაში 5,7 მილიონს უახლოვდება.

XS
SM
MD
LG