Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკის მინისტრმა თბილისში დაჭრილი პოლონელი ტურისტი საავადმყოფოში მოინახულა


საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თბილისში დაჭრილი პოლონელი ტურისტი მოინახულა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

თურნავას თქმით, მოხდა სამწუხარო ფაქტი და ნებისმიერი მსგავსი ძალადობის ფაქტი აზიანებს ჩვენს იმიჯს, როგორც ტურისტული ქვეყნის.

"მინდა ვთქვა, რომ არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის ტურისტული იმიჯის დაზიანებას. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ნებისმიერი ტურისტი დაცულია და საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სტუმართმოყვარე ქვეყანა ტურისტებისთვის. ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ, რათა პანდემიის შემდეგ დროულად აღდგეს ტურისტული ინდუსტრია, გაუმჯობესდეს ტურისტული გარემო და ინფრასტრუქტურა", - თქვა თურნავამ.

პოლონელ ტურისტზე თავდასხმაში ბრალდებულს საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა. გიორგი ხმალაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს იმსჯელა.

პოლონეთიდან ჩამოსული ტურისტი თბილისის ცენტრალურ ნაწილში 5 ივლისს დაჭრეს. ბოლო მონაცემებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ 5 ივლისს პოლონელი ტურისტის დაჭრა პრაიდის ღონისძიებას არ უკავშირდება. შსს-ს განმარტებით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს.

პროკურატურამ პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება 6 ივლისს ხულიგნური ქვენა გრძნობით ჩადენილი მკვლელობის მცდელობისთვის წარუდგინა.

XS
SM
MD
LG