Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 1043 ადამიანს, 20 გარდაიცვალა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 20 პაციენტი. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 31 229 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1043​ შემთხვევა.

დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 3,34%;
  • ბოლო 7 დღის - 3.72%;
  • ბოლო 14 დღის - 3,27%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 841-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 373 728 შემთხვევა. მათგან 357 090 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5415 ადამიანი. სულ აცრილია 283 631 პირი.

XS
SM
MD
LG